სამხრეთ საფრანგეთში, პატარა სოფელ შატო-ვერდენში, მე-13 საუკუნის ყოფილი ციხესიმაგრის ნანგრევებზე ახლა მე-18 საუკუნეში აშენებული Chateau de Gudanes მდებარეობს, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია, ახლაც განახლების პროცესშია და თავისი სილამაზით, უნიკალური არქიტექტურით, საუკუნეების ისტორიით, მისტიკური და იდუმალი გარემოთი გამოირჩევა. შატოს პროექტი ფრანგ არქიტექტორ ანჟ-ჟაკ გაბრიელს ეკუთვნის, რომელიც ვერსალის სასახლეში ლუი XV-ის მთავარი არქიტექტორი იყო და ასევე წლების განმავლობაში თანამშრომლობდა დედოფალ მარია ანტუანეტასთან.
1970-იან და 80-იან წლებში, როცა შატოს სასტუმროდ გარდაქმნა იყო ჩაფიქრებული, იმ დროისათვის არსებულმა დაგეგმარების შეზღუდვებმა მეპატრონეებს ამის უფლება არ მისცა და ნაგებობა ნელ-ნელა განადგურდა, ჩამოინგრა ჭერი, სივრცეები წყალმა დააზიანა და სრულად უმოქმედო გახდა. მიუხედავად მასიური დაზიანებისა, დღესაც ზოგიერთ ოთახში შენარჩუნებულია უძველესი ფრესკები, კედლის მხატვრობის ნიმუშები, ბუხრები და საუკუნოვანი დეკორაციები. 2013 წელს Chateau de Gudanes ავსტრალიელმა ოჯახმა, ცოლ-ქმარმა კარინა და კრეიგ უოტერსებმა შეიძინეს, რომლებმაც გადაწყვიტეს ისტორიული ადგილი გაეცოცხლებინათ და დაიწყო შატოს გარკვეული ოთახებისა და ბაღების დიდი რესტავრაცია - განახლება, რომელიც დღემდე გრძელდება. 64f7dee6-369e-4624-a9d1-aa127e372cd4.jpeg473.53 KBმაღალი კარიბჭის მიღმა მდგარი, ვარდებით და სხვადასხვა ყვავილებით შემოსილი შატო დღეს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს და შესაძლებლობას ქმნის საუკუნოვან სივრცეში კერძო წვეულება და ქორწილები გაიმართოს. შატოს ერთ-ერთი განსაკუთრებული და მისტიკური მახასიათებელი სწორედ უძველესი ოთახებია, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი და მნიშვნელოვანი დაზიანების კვალი ეტყობა. Chateau de Gudanes-ის ნომრები გაფორმებულია ანტიკვარული ფრანგული ავეჯით, სურნელოვანი სანთლებითა და შატოს მე-18 საუკუნის ავთენტური დიზაინის ვინტაჟური დეტალებით.
e30e1ae2-ef01-46e6-890d-c7c8855a6e02.jpeg508.16 KBChateau de Gudanes-ის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ, რომლებიც ზაფხულის თვეებში ტარდება, მათ შორისაა პიკნიკები პარკში, მოგზაურობები მიმდებარე ტერიტორიებზე და კულინარიული გაკვეთილები შატოს შეფმზარეულთან ერთად. გარდა სტუმრების მიღების, კერძო ღონისძიებებისა და წვეულებებისა, შატოში ხშირად მიმდინარეობს სხვადასხვა სარეკლამო გადაღება, ბოლო წლების განმავლობაში შატომ უმასპინძლა ისეთი ბრენდების ფოტოსესიებს, როგორებიცაა - Zimmerman, Cire Trudon, Romseary Hallgarten, Mango Home, Dôen და Sézane.
დაწერე კომენტარი