22 ოქტომბერს Sauvage Concept Store-ში პიტო სეთურის ბრენდმა Seturi-მ სამკაულების კოლექცია წარადგინა და ხაზი გაუსვა ახალ ხედვას, რომელიც ხელოვნებასა და დიზაინს აერთიანებს. Pop Up მაღაზიაში გაიმართა სამი კოლექციის ჩვენება, მათ შორისაა ბოლო ნამუშევრები სერიიდან "წყალი". ახალი ნამუშევრები წყლის იდეასა და მის თვისებებზეა დაფუძნებული და პიტო სეთურის მოგზაურობების ინსპირაციით შეიქმნა. კოლექციაში გამოყენებულია ქვა, სხვადასხვა ფაქტურა, ბუნებრივი ფორმები, ერთგვარი "Aged Jewelry", რომელთა ფორმაც ოკეანის ტალღებს იმეორებს. 

მაღაზიაში ასევე ვიხილეთ ბრენდის ახალი წამოწყება - "მაგიდები". წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იყო შავი მაგიდა ტროპიკული მცენარეებით, მათ შორის იყო ვაზი და ნიგოზი, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. თითოეული დეტალით მაგიდა ჰარმონიულად იყო შერწყმული Sauvage Concept Store-ის დიზაინთან. Seturi-ის ახალი მიმართულება მაგიდების სერიას გააერთიანებს, რაც გულისხმობს "Set Up" დიზაინს, როგორც სერვისს.