JW ANDERSON ვინტაჟურ საახალწლო კოლექციას წარმოადგენს, რომელიც 1950-იანი და 60-იანი წლების უნიკალურ ნივთებს აერთიანებს. თითოეული ფერითა და ფორმით განსხვავდება, ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქიდანაა და თაობების ისტორიებს ინახავს. ზოგიერთი ვინტაჟური ფიგურა გაცვეთილი და გახუნებულია, აქვს მცირე ნაკლოვანებებიც, რაც მათი მრავალწლიანი არსებობისა და უნიკალურობის ნიშანია.
საშობაო ორნამენტები JW ANDERSON-ის Homeware ხაზის ნაწილია და მას ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე აღმოაჩენთ. კოლექციაში შეხვდებით იშვიათი ორნამენტების მქონე კომპლექტებს და ხაზებს, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვაგვარ გამოსახულებას, ასევე ნაძვის ხის ფერად სათამაშოებს აერთიანებს. Homeware ხაზში აგრეთვე წარმოდგენილია ირლანდიური ქსოვილებისგან შეკერილი პირსახოცები, ანტიკვარული ჭურჭელი და დიზაინერული ობიექტები.






დაწერე კომენტარი