Versace 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს, რომელიც ოფიციალურად ასრულებს დარიო ვიტალეს მოღვაწეობას Versace-ში და შემოქმედებითი ხელმძღვანელის პირველ და ბოლო კამპანიას წარმოადგენს. 2025 წლის მარტში დონატელა ვერსაჩემ 27-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, Versace-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, რომელიც დარიო ვიტალემ ჩაანაცვლა. მან თავისი პირველი კოლექცია 2025 წლის სექტემბერში წარადგინა და მოწონება დაიმსახურა, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ხანმოკლე აღმოჩნდა და Versace-ს სათავეში ყოფნის რვა თვის შემდეგ, ვიტალე მოდის სახლს დაემშვიდობა.

IMG_9699.jpeg 528.78 KB
მიუხედავად იმისა, რომ დარიო ვიტალემ აქამდე Greca-ს სათვალეების კამპანია წარადგინა, ეს მისი მისი პირველი სრულფასოვანი ტანსაცმლის კამპანიაა, რომელშიც წარმოდგენილია 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ნიმუშები. ამ კოლექციის ჩვენება და ვიტალეს დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე 2025 წელს შედგა. ის მკვეთრი ფერებით გამოირჩევა, როგორებიცაა კაშკაშა ყვითელი, რამდენიმე ტონალობის მწვანე და ლურჯი. კამპანიაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ლექსი სმიტი, სელენა ფორესტი და Chu Wong.
IMG_9697.jpeg 463 KB
კამპანიის გადასაღებად Versace-მ სამი ფოტოგრაფი მოიწვია - სტივენ მეიზელი, ფრენკ ლებონი და ტანია ფრანკო კლაინი. „სამი განსხვავებული ხედვა, დიალოგი, რომელიც Versace-ს ფუნდამენტურ არსს ეხება: სტივენ მეიზელის გლამური, ფრენკ ლებონის ინტიმურობა და ტანია ფრანკო კლაინის კინემატოგრაფიული ძალა“, - წერს მოდის სახლი. აღსანიშნავია, რომ სტივენ მეიზელს Versace-სთან მრავალწლიანი კავშირი აქვს - ამერიკელმა ფოტოგრაფმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ბრენდის არაერთი ცნობილი და გამორჩეული კამპანია გადაიღო.