რაიან მერფი ახალი, საინტერესო პროექტით ბრუნდება და ეკრანებზე აცოცხლებს კენედების ცნობილი წყვილის - ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსისა და ქეროლაინ კენედის ისტორიას. სერიალის პრემიერა Disney+-ზე 2026 წლის 12 თებერვალს შედგა და ის 9 ეპიზოდს აერთიანებს. ისტორიის მთავარ გმირებს - ჯონსა და ქეროლაინს მსახიობები პოლ ენტონი და სარა პიჯონი განასახიერებენ. აღსანიშნავია, რომ პოლ ენტონისთვის ეს პირველი მასშტაბური პროექტია, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს და ეს მისთვის მნიშვნელოვანი დებიუტია. სერიალში ასევე ვხვდებით ნაომი უოთსს, რომელიც ჯეკი კენედის როლშია.

Paul-Anthony-Kelly-Sarah-Pidgeon-love-story-022626-1-f877a8705bce411ba46f30f42c893098.jpg 108.19 KB
1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ურთიერთობა, ტრაგიკული დასასრულის მქონე ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი სიყვარულის ამბავი 1992 წელს დაიწყო. ჯონ ფიცჯერალდ კენედი ქეროლაინს ნიუ-იორკში მაშინ შეხვდა, როცა ახალგაზრდა ქალი Calvin Klein-ში პიარ მენეჯერად მუშაობდა. მალევე მათ შორის სერიოზული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, წყვილი ძალიან ხშირად ხვდებოდა ყურადღების ცენტრში. 1996 წელს კენედებმა იქორწინეს, მას შემდეგ ისინი ცდილობდნენ ყურადღებისა და მუდმივი ხმაურისგან თავი მაქსიმალურად აერიდებინათ. 
DSC01202r.jpg 200.05 KB
1999 წელს კი მათი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა - ჯონ კენედი თავად მართავდა თვითმფრინავს, რომლის ბორტზე ქეროლაინი და მისი და იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი ჩამოვარდა ატლანტის ოკეანეში, სამივე დაიღუპა და ეს იყო 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ტრაგედია ამერიკაში. კენედების წყვილი დღემდე გამორჩეულ და საკულტო წყვილად მიიჩნევა, მათ მსოფლიოში  უამრავი გულშემატკივარი ჰყავდათ და ახლაც კი მრავალი ადამიანის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ.