სტუმარმასპინძლობის ბრენდის - Landmarker Group-ის პორტფოლიო სხვადასხვა ტიპის ბრენდებს - მთის სასტუმროებს, ჰოსტელებსა და ქალაქის ბუტიკ-სასტუმროებს აერთიანებს, სწორედ ერთ-ერთი მათგანია ძველ თბილისში მდებარე ‘’პურის მოედანი’’, რომელსაც საინტერესო კონცეფცია და საუკუნოვანი ისტორია აქვს. Landmarker Group-ის მთავარი იდეა ადამიანებსა და ადგილებს შორის ისეთი კავშირის შექმნაა, რომელიც უძლებს დროს და ემოციურ, უხილავ ხიდებს აყალიბებს, რასაც იდეალურად ეხმიანება ‘’პურის მოედანი’’. ეს არის სასტუმრო რომელიც დაკავშირებულია ძველი თბილისის ისტორიასთან და ამავე დროს ქმნის ახალ თავგადასავალს.
ბუტიკ-სასტუმრო ‘’პურის მოედანი’’ მე-19 საუკუნის შენობაში, ქალაქის ისტორიულ მოედანზე მდებარეობს, რომელიც დედაქალაქის რუკაზე გასული საუკუნეებიდან მოინიშნა. პურის მოედანი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ უბანს წარმოადგენდა, რომელსაც სახელი მისი დანიშნულების გამო დაერქვა - მოედანი პურის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო, ერთ სივრცეში აერთიანებდა ფქვილის საწყობებსა და პურის საცხობებს. ამ ქუჩაზე დღემდეა მე-19 საუკუნის შენობები, რომლებიც ძველი თბილისის პურის მცხობელებს ეკუთვნობდათ.
Landmarker Group-ის მთავარი ამოცანა იყო სასტუმროს ავთენტური ხასიათი ჰქონოდა, შეექმნა სივრცე, რომელიც ეხმიანება აქაურობის ისტორიას და სტუმრებს ახალ, საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. ‘’პურის მოედანი’’ წარსულისა და აწმყოს ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს, სადაც თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისტორიისა და თანამედროვების შერწყმის მიზნით, Landmarker Group-მა სასტუმროზე მუშაობის პროცესი ბიბლიოგრაფიული კვლევით დაიწყო. დღეს ბიბლიოგრაფიის ცნობები სასტუმროს ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია იტალიური ეზო, რომლითაც შენობა ავთენტურ ხასიათსა და თავდაპირველ განლაგებას ინარჩუნებს.
სასტუმრო ‘’პურის მოედანი’’ 17 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტულ და დახვეწილ ნომრებს, შუშაბანდიან აივნებს, ადგილობრივი პროდუქტებით შთაგონებულ რესტორანს აერთიანებს. შენობის ინტერიერი იდეალურად ეხმიანება ძველ თბილისს. აქ თითოეული კუთხე გაფორმებულია სხვადასხვა ნახატით, ფარდაგებითა და თემატური აქსესუარებით. ძველი თბილისის უბნების ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ნაწილის - ატრიუმის მთავარი დეტალი კი ძვირფასი ქვებით გაფორმებული ჭაღია. ‘’პურის მოედანი’’ ქალაქის განსაკუთრებული ადგილია, სადაც მრავალი ტურისტი და ადგილობრივი ქალაქის მნიშვნელოვან ისტორიებს ეცნობა, უშუალოდ ეხება ადგილობრივ კულტურას და იზიარებს ძველი თბილისის ხასიათსა და სილამაზეს, რომელიც წლებია უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროა.






დაწერე კომენტარი