Palazzo Giustinian Brandolini ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ისტორიული სასახლეა ვენეციაში, რომელიც XV საუკუნის ბოლოს აშენდა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, Grand Canal-ზე მდებარე სასახლეში მოდის ლეგენდარული დიზაინერი დაიან ფონ ფურშტენბერგი ცხოვრობს და წლის განმავლობაში არაერთ სტუმარს მასპინძლობს. დაიან ფონ ფურშტენბერგი მის საცხოვრებელში, რომელიც დახვეწილი ინტერიერის დიზაინით გამოირჩევა, ცნობილმა ფოტოგრაფმა - იურგენ ტელერმა აღბეჭდა და უახლეს ფოტოებში იდეალურად ასახა ის ესთეტიკა, რაც ფონ ფურშტენბერგის სახლს, მის უნიკალურ ხასიათსა და ვიზუალს განსაზღვრავს. იურგენ ტელერმა გადაიღო როგორც დიზაინერის პორტრეტები, ისე სახლის ინტერიერის დეტალები, გამორჩეული კოლექციები, ხელოვნების ნიმუშები, დიზაინერული ობიექტები და ნივთები, რომელიც ფონ ფურშტენბერგმა წლების განმავლობაში შეაგროვა.IMG_1148.PNG834.23 KBფონ ფურშტენბერგის იტალიური ქალაქის მრავალწლიანი ისტორიისადმი პატივისცემა და ვენეციის სიყვარული აშკარაა, ის წლის რამდენიმე თვეს ვენეციაში ატარებს და 2022 წელს გადაწყვიტა, DVF Awards-ის დაჯილდოება სწორედ ამ ქალაქში ჩაეტარებინა. ყოველწლიური DVF დაჯილდოება ფონ ფურშტენბერგმა 2010 წელს დააარსა და მას შემდეგ მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას. „ეს ქალაქი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ვენეციას მარადიულ, ლეგენდარულ ქალს ვადარებ, რომელიც ყოველთვის წინ იყურება,“ - აღნიშნავს დაიან ფონ ფურშტენბერგი, რომელიც ვენეციას პირველად 17 წლის ასაკში ესტუმრა მამასთან და ძმასთან ერთად. დიზაინერი იხსენებს, რომ სწორედ აქ იგრძნო თავი ნამდვილ ქალად, რომელიც შემდეგ სხვა უამრავი ქალის ინსპირაციის წყაროდ იქცა და მოდის ინდუსტრიაში ინოვაციური, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. IMG_1147.PNG904.14 KBფონ ფურშტენბერგის მთავარი მიზანი სახლის მოწყობისას იყო ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მის პიროვნებას ასახავდა. დიზაინერმა ობიექტები, დეკორაციები და ავეჯი პარიზიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოიტანა. აქ უამრავ საინტერესო ნივთს და ხელოვნების ნიმუშებს შეხვდებით. ცხოველთა პრინტით გაფორმებული ხალიჩები კონტრასტს ქმნის დეკორატიულ შპალერთან და ფარდებთან, რომლებიც მე-18 საუკუნის “ნაპოლეონის ეპოქას” ეხმიანება. ფონ ფურშტენბერგის საძინებელ ოთახში ვხვდებით ბერტ სტერნის მიერ შექმნილ ელიზაბეტ ტეილორის ნახატს, ხოლო მისაღებ ოთახში ენდი უორჰოლის მიერ 1974 წელს შექმნილი ნახატებია განთავსებული. სახელოსნოში წარმოდგენილია იტალიელი მსახიობის, სილვანა მანგანოს ფოტო, ფრანჩესკო კლემენტეს ნახატი და ფრანგი მხატვრის, ან დუონგის ნამუშევარი.IMG_1153.JPG422.18 KBფონ ფურშტენბერგის სახელოსნოს ასევე ამშვენებს იატაკიდან ჭერამდე აღმართული წიგნების თაროები, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა რენცო მონჯარდინომ შექმნა. წიგნების თაროებზე გამოფენილია ფონ ფურშტენბერგის ოჯახის მრავალი ფოტო. ფონ ფურშტენბერგს თავისი ხედვის და ჩანაფიქრის განხორციელებაში ინტერიერის დიზაინერი ჩაჰან მინასიანი დაეხმარა, რომელიც თავად დიდ პატივს სცემს ვენეციის მემკვიდრეობას. ფონ ფურშტენბერგი წლის განმავლობაში მასპინძლობს მეგობრებს, ხელოვანებს, მწერლებს და მათ ახალ შთაგონებას აძლევს. IMG_1149.PNG742.44 KBPalazzo Giustinian Brandolini თავდაპირველად ორ სხვადასხვა სასახლეს მოიცავდა, რომლებიც იმ დროიდან არისტოკრატულ ოჯახს - Giustinian-ებს ეკუთვნოდა. მოგვიანებით სასახლეები გაერთიანდა. სასახლე კლასიკური ვენეციური, გოტიკური არქიტექტურის მაგალითია, ის სავსეა თაღებით, მოოქრული სარკეებით, ქანდაკებებით, მურანოს ჭაღებით და დეკორატიული ორნამენტებით. ოთხსართულიან ნაგებობას შიდა ეზო და გოტიკური კიბეები აქვს, ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვე მოდა და ხელოვნება მრავალწლიან ისტორიასა და ტრადიციებთან ერთიანდება.
დაწერე კომენტარი