Chanel-მა ჯეიკობ ელორდი Bleu De Chanel სუნამოს საერთაშორისო სახედ და ამბასადორად წარადგინა, სწორედ ამის აღსანიშნავად ბრენდმა ფოტოგრაფ Karim Sadli-ის მიერ გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. როგორც მოდის სახლში აღნიშნავენ, ჯეიკობ ელორდი იდეალურად განასახიერებს Bleu de Chanel-ს: ელორდი თანამედროვეობას კლასიკურ ელეგანტურობასთან აერთიანებს და გამოხატავს თავისუფლებას, იდუმალებას და მასკულინობას. Chanel-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული სუნამო თავდაპირველად 2010 წელს გამოვიდა და შეიქმნა, როგორც “თავისუფალი და დამოუკიდებელი მამაკაცის” სურნელი. ჯეიკობ ელორდმა შეცვალა ტიმოთე შალამე, რომელიც Bleu de Chanel-ის სახე 2023 წლიდან იყო. Only your decisions can shape your destiny.Jacob Elordi chooses to embody the BLEU DE CHANEL man.jpg163.55 KB‘’Bleu De Chanel-ს მჭიდრო კავშირი აქვს კინოსთან. კინორეჟისორები და მსახიობები, რომლებიც აქამდე თანამშრომლობდნენ ბრენდთან, არიან ადამიანები, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის პატივია ვიყო ამ ისტორიის ნაწილი,’’ - აღნიშნავს ჯეიკობ ელორდი. ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსახიობი იდეალურად ერგება იმ ხასიათსა და სტილს, რასაც სუნამო წლებია ქმნის. Bleu de Chanel არომატული-ხისებრი სურნელია, რომლის ავტორი პარფიუმერი ჟაკ პოლჟია. სუნამო გრეიპფრუტის, ლიმონის, პიტნის და ვარდისფერი წიწაკის ციტრუსოვანი ნოტებით იხსნება, რომელსაც ჯანჯაფილის, მუსკატის კაკლის და ჟასმინის ნოტები მოჰყვება, საბოლოოდ კი კედრის, ვეტივერის, სანდალოზის ხის, პიჩულის, ლაბდანუმის და თეთრი მუშკის ნოტებით სრულდება.
დაწერე კომენტარი