2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის Adidas განსაკუთრებულად ემზადება და მასშტაბურ კამპანიას, სახელწოდებით “Backyard Legends” წარმოადგენს. ბრენდმა უკვე გაავრცელა კამპანიის რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც გამოირჩევა ფეხბურთის ისტორიული ლეგენდებისა და თანამედროვე ვარსკვლავების მონაწილეობით. კამპანიაში მონაწილეობენ Bad Bunny, ტიმოთი შალამე, ლიონელ მესი, დევიდ ბექჰემი, ზიდანი, ჯუდ ბელინგემი, ლამინ იამალი, ტრინიტი როდმანი, პედრო გონსალესი და ოსმან დემბელე. 

კამპანიას მიეძღვნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით A Legend is Born. ასევე, ბრენდმა გამოაქვეყნა Bad Bunny-ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომელშიც მუსიკოსის წინ ფეხბურთელების მინიატიურული ფიგურები ჩანს. აღსანიშნავია, რომ პუერტორიკოელი მუსიკოსი Adidas-თან აქტიურად თანამშრომლობს და Bad Bunny-ის კოლაბორაციული კოლექციები დიდი პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს. Adidas ამ კამპანიითა და მასშტაბური პროექტით სპორტს, მოდასა და მუსიკას აერთიანებს და ხაზს უსვამს როგორც თანამედროვე ფეხბურთს, ისე 90-იანების ნოსტალგიას.