90-იანი წლების სუპერმოდელი ფრენკი რეიდერი Saint Laurent-ის 2026 წლის საშემოდგომო კამპანიის მთავარი სახეა. ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, უახლეს კამპანიაში ამერიკელი მოდელი ფოტოგრაფმა Talia Chetrit-მა აღბეჭდა. კამპანიის ვიზუალი Saint Laurent-ის ხასიათს, ელეგანტურობასა და დამახასიათებელ, დახვეწილ ესთეტიკას უსვამს ხაზს. ფრენკი რეიდერი ფრანგული მოდის სახლთან აქტიურად თანამშრომლობს, მოდელი ასევე მონაწილეობდა 2025 წლის საშემოდგომო კამპანია "Velvet Heat"-ში, ქეით მოსისთან და ქლოე სევინთან ერთად.
კამპანიაში ფრენკი რეიდერის ენერგია და Saint Laurent-ის კლასიკური, ელეგანტური კოლექცია იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. რეიდერმა ბრენდის ახალი კოლექციიდან ბეწვის დეტალებით გაფორმებული ტყავის მოსაცმელი და გამჭვირვალე სამოსი მოირგო. ასევე კამპანიაში ვხვდებით ბრენდის ყველაზე მოთხოვნად და ტრენდულ BRIGITTE - მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, რომლებიც ყავისფერ და შავ ფერებშია წარმოდგენილი და ზამშის ცნობილ ჩანთას, სახელწოდებით Mombasa. რეიდერის კლასიკურ და ელეგანტურ ლუქებს Saint Laurent-ის უახლესი სათვალეები აფორმებს.



დაწერე კომენტარი