ზაფხულის სეზონისთვის ყოველწლიურად ემზადებიან მოდის სახლები, რომლებიც ხშირად აფორმებენ ცნობილი სასტუმროებისა და პოპულარული კურორტების სანაპიროებს. წელს ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ კოლაბორაციად ითვლება Burberry-ისა და Hôtel Belles Rives-ის 2026 წლის საზაფხულო სანაპირო კლუბი. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა დენიელ ლიმ Burberry-ის დამახასიათებელი ხედვით შექმნა ანტიბიში მდებარე ისტორიული სასტუმროს ლაჟვარდოვანი სანაპიროს კლუბი.

Water skiing on the Riviera CheckExperience Burberry at Hôtel Belles Rives this summer.jpg 120.9 KB
ბრიტანული მოდის სახლისთვის სანაპირო კლუბის გარდაქმნა ახალი არ არის, გასულ წელს Burberry-მ იბიცაზე მდებარე სასტუმრო The Standard გააფორმა. წლევანდელი კოლაბორაცია სასტუმროს სანაპირო კლუბის, ტერასების, აუზისა და ინტერიერის ნაწილის გაფორმებას მოიცავს. ამ სივრცეებში კარგად იგრძნობა Burberry-ის სტილი და ატმოსფერო, რომელიც ფრანგული რივიერით შთაგონებულ, სპეციალურად შექმნილ ლურჯ ტონებს ეფუძნება. სანაპირო კლუბი სავსეა საზღვაო პალიტრით გაფორმებული შეზლონგებით, ქოლგებითა და გარე ავეჯით.
Burberry by the seaMoments on the French Riviera at the historic Hôtel Belles Rives.jpg 189.48 KB
კოლაბორაციის ნაწილია სპეციალური კოქტეილები, რომლებსაც სტუმრები სასტუმროში მდებარე The Fitzgerald Bar-ში დააგემოვნებენ, Burberry-ის ნაყინები და მოდის სახლის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა. აქვე წარმოდგენილია ბრენდის High Summer საცურაო კოსტიუმების ახალი, ლიმიტირებული კოლექცია. Burberry-ის მიერ გარდაქმნილი Hotel Belles Rives კლუბი თავისი მრავალფეროვანი აქტივობებით სტუმრებს 2026 წლის 30 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
Postcards from Hôtel Belles Rives.jpg 136.26 KB
Hôtel Belles Rives საფრანგეთის რივიერას ერთ-ერთი ლეგენდარული, არტ დეკოს სტილის სასტუმროა, რომელიც 1929 წლით თარიღდება. ის თავდაპირველად  კერძო ვილა იყო, სახელწოდებით Villa Saint-Louis, რომელსაც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი სტუმრობდა. მან სწორედ აქ დაწერა თავისი რომანის, „Tender Is the Night“-ის ნაწილი. ისტორიულმა ღირსშესანიშნაობამ მაქსიმალურად შეინარჩუნა 1920-იანი წლების ავთენტური იერსახე, სასტუმროს ინტერიერში კარგად იგრძნობა ძველი ფრანგული რივიერას ელეგანტურობა და დამახასიათებელი ესთეტიკა.