პარიზში ტადაო ანდოს დაპროექტებულ Bourse de Commerce-ის საგამოფენო სივრცეში Saint Laurent-მა 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექცია წარადგინა. შოუ განსაკუთრებულ ატმოსფეროში გაიმართა — იაპონელი არტისტის, Fujiko Nakaya-ს ცნობილი ნისლის ინსტალაციის ფონზე, რომელმაც სივრცე დინამიკურ და სიურრეალისტურ გარემოდ აქცია.
კრეატიულმა დირექტორმა ენტონი ვაკარელომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ბრენდისთვის დამახასიათებელ დახვეწილ მინიმალიზმსა და მკაფიო სილუეტებზე. კოლექციაში კლასიკური ტეილორინგი თავისუფალ პროპორციებთან, მსუბუქ ქსოვილებთან და რბილ, ბუნებრივ ფერთა პალიტრასთან იყო შერწყმული, რაც თანამედროვე მამაკაცის ელეგანტურობის ახალ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.
მოდა, არქიტექტურა და თანამედროვე ხელოვნება ამჯერად ერთ სივრცეში გაერთიანდა და Saint Laurent-ის SS27 ჩვენება სეზონის ერთ-ერთ ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავ მოვლენად იქცა.






დაწერე კომენტარი