Saint Laurent, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ენტონი ვაკარელოა, 2026 წლის საშემოდგომო კამპანიიდან ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ამერიკელი მსახიობი ოსტინ ბატლერია გადაღებული. ელეგანტური, დახვეწილი ესთეტიკა, მონოქრომულ ფერთა გამა, მინიმალისტური სტილი და კინემატოგრაფიული განწყობა იდეალურად გადმოსცემს ვაკარელოს ხედვით შექმნილ მამაკაცის ახალ კოლექციას, რომელიც დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას ოსტინ ბატლერიც ესწრებოდა, რომელიც ახლა ამავე კოლექციისადმი მიძღვნილი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სახეა. საშემოდგომო კამპანიაში - ფოტოგრაფ Talia Chetrit-ის ობიექტივში - მოხვდა სუპერმოდელი ფრენკი რეიდერიც.

გარდა იმისა, რომ ოსტინ ბატლერი ხშირად ესწრება Saint Laurent-ის ჩვენებებს, მსახიობი 2025 წლიდან ბრენდის სხვადასხვა კამპანიაშიც გამოჩენილა. ბატლერი უკვე რამდენიმე სეზონია Saint Laurent-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა. ის მონაწილეობდა 2025 წლის საგაზაფხულო კამპანიაში, რომელიც David Sims-მა გადაიღო და ამავდროულად,  YSL Beauty-ის ცნობილი სუნამოს - MYSLF-ის მთავარი სახეა, რომლის კამპანია ბრენდმა 2026 წლის მაისში წარადგინა.