საქართველოში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ 30 სექტემბრის 18:00 საათამდე აღნიშნული ბმულის მეშვეობით, სადაც ასევე გაეცნობით ჩემპიონატის დეტალურ წესებსა და პირობებს.
ბარმენობა მხოლოდ კარგი კოქტეილის მომზადება როდია. ეს არის სიზუსტე, ცოდნა, კომუნიკაცია, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ის პროფესიონალიზმი, რომელიც ბარის მიღმა ყოველდღიურ მუშაობაში იქმნება. სწორედ ამ უნარებზე აკეთებს აქცენტს Monkey Shoulder-ის World Ultimate Bartender Championship (WUBC) - გლობალური შეჯიბრი, რომელიც წელს საქართველოში გაიმართება.96d8bbb1-1f4a-4b74-a21f-9ac919de5b85.jpeg411.47 KBკოქტეილის კულტურა ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა, თუმცა კონკურსების დიდი ნაწილი ხშირად სანახაობრივ პრეზენტაციაზე, რთულ ტექნიკებსა და ინდივიდუალურ სტილზეა ორიენტირებული. WUBC კი სხვა გზას ირჩევს: აქ მთავარი ის კი არაა, რამდენად ეფექტურად გამოიყურება სასმელი კამერის წინ, არამედ რამდენად კარგად ფლობ იმ უნარებს, რომლებიც კარგ ბარმენს ყოველდღიურად სჭირდება.
საქართველოში კონკურსი 7 ოქტომბერს, Stamba Hotel-ის Rooftop-ზე, თბილისში, გაიმართება და მონაწილეობის მიღება 21+ ასაკის, როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ბარმენებს შეუძლიათ. ფინალში გამარჯვებული საქართველოს სახელით გაემგზავრება აზიაში, სადაც ნოემბერში WUBC-ის გლობალურ ფინალში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ბარმენებს შეხვდება.6b1c9474-5a87-41f9-960e-54e276a9b7ef.jpeg388.01 KBკონკურსის ფორმატი ექვს განსხვავებულ გამოწვევას აერთიანებს. მონაწილეებს გამოცდიან ინდუსტრიის ცოდნაში, ზუსტ შეზავებაში, სენსორულ უნარებში, მომსახურების კულტურასა და სისწრაფეში. ერთ-ერთი მთავარი დავალება იქნება Monkey Shoulder Old Fashioned-ის იდეალურად დაბალანსებული ვერსიის მომზადება მოკლე დროში. საბოლოოდ კი საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტები მაღალი წნეხის პირობებში head-to-head challenge-ში შეხვდებიან ერთმანეთს და მოუწევთ ექვსი განსხვავებული კოქტეილის მომზადება მოკლე დროში, სადაც უკვე ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს და კოქტეილის მომზადებისთვის საჭირო ყველა ასპექტში შეფასდებიან.
WUBC-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრინციპი ისაა, რომ პირველი ხუთი გამოწვევა თანაბრად ფასდება. ანუ არც ცოდნა დგას სიზუსტეზე მაღლა, არც სერვისი - სენსორულ უნარებზე. იდეა მარტივია: კარგი ბარმენი მხოლოდ ერთ რამეს არ უნდა აკეთებდეს კარგად - ის სრულად უნდა ფლობდეს პროფესიას.222281df-f26a-4052-8aad-b3506d6d8c9d.jpeg587.31 KBსწორედ ამიტომ Monkey Shoulder-ის ჩემპიონატი მხოლოდ კონკურსად არ განიხილება. მისი მიზანი ბარმენების პროფესიული განვითარებაა - გამოცდილების, თავდაჯერებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ბარის მიღმა თავის კარიერას აშენებს.
დღეს, როდესაც პროფესიული ბარმენობის სცენა უფრო კონკურენტული ხდება და მსგავსი შეჯიბრებები სულ უფრო პოპულარულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას გაძლევს კონკურსში მონაწილეობა სცენის დატოვების შემდეგ. WUBC-ის პასუხი ამაზე საკმაოდ მკაფიოა: ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული თავდაჯერება და შესაძლებლობა, საკუთარი უნარები საერთაშორისო სცენაზე გამოცადო.2ba1db6c-a005-4e55-b092-037b9169a741.jpeg140.49 KBWorld Ultimate Bartender Championship საქართველოში სწორედ ამას გვთავაზობს - არა უბრალოდ საუკეთესო კოქტეილის შექმნას, არამედ იმის ჩვენებას, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ბარმენი მაშინ, როცა შოუ დასრულებულია და რეალური სამუშაო იწყება.
არ გამოტოვო შანსი გახდე გამარჯვებული, დარეგისტრირდი!
დაწერე კომენტარი