ავსტრალიური მოდის ბრენდი Venroy თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთი საინტერესო ვიზუალური ხელწერის ავტორია. მისი კამპანიები, რომლებიც მოდის ფოტოგრაფიას, კინემატოგრაფიას, მოგზაურობასა და იუმორს აერთიანებს, ტრადიციული სარეკლამო ესთეტიკის მიღმა ქმნის სამყაროს, სადაც მთავარი პერსონაჟი არა მხოლოდ სამოსი, არამედ თავად ცხოვრების სტილია.
Looks good on. Looks good off.Drop 3 of Euro Summer 26- Greek Islands available in stores and on.jpg255.96 KB2010 წელს სიდნეის Bondi Beach-ზე Sean Venturi-ს მიერ დაარსებული ბრენდი თავდაპირველად მამაკაცის საცურაო სამოსზე იყო ორიენტირებული. დროთა განმავლობაში Venroy სრულყოფილ lifestyle ბრენდად ჩამოყალიბდა, რომლის იდენტობის მთავარ ნაწილად თავისუფლება, მოგზაურობა და ყოველდღიური ცხოვრების ესთეტიკა იქცა.Look where ya going!Marseille 26 in-store and online now. (1).jpg277.7 KBVenroy-ის კამპანიები ერთგვარი ვიზუალური მოგზაურობაა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში - იბიციდან და კაპრიდან რიო-დე-ჟანეირომდე, ტოკიოდან მალიორკამდე. ბრენდისთვის თითოეული დანიშნულების ადგილი დამოუკიდებელი შემოქმედებითი კონცეფციის საფუძველია, რომლის იდენტობას ადგილობრივი არქიტექტურა, კულტურა, ბუნება და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი განსაზღვრავს.It’s all Freddos and sunbeds until he orders dessert, just for you.Euro Summer 26- Greek Islands.jpg319.92 KB2025 წლის მალიორკის კამპანიაში ფოტოგრაფი Kito Muñoz ხმელთაშუა ზღვის კუნძულის ბუნებრივ ლანდშაფტებსა და სოფლის ცხოვრების ესთეტიკას ანალოგური ფოტოგრაფიისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ენით ასახავს. 2024 წლის რიო-დე-ჟანეიროს კამპანიაში კი ფოტოგრაფი Richie Talboy ბრაზილიური ქალაქის ენერგიას, სანაპიროს კულტურასა და მოდერნისტულ არქიტექტურას აერთიანებს. განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, ორივე კამპანიაში მკაფიოდ იკითხება Venroy-ის ვიზუალური იდენტობა.Hydra’ll do thatEuro Summer 26- Greek Islands available online and in stores now..jpg165.93 KB2026 წლის საზაფხულო კამპანიისთვის Venroy საბერძნეთის კუნძულ მილოსს სტუმრობს. რეჟისორ Davide DiGiovanni-სა და ფოტოგრაფ Rob Tennent-ის თანამშრომლობით შექმნილ კამპანიაში, რომელშიც მოდელი Lulu Wood მონაწილეობს, კუნძულის ბუნებრივი ლანდშაფტი, ესთეტიკა და სხეულის პლასტიკა ერთიანდება.No fear! Barcelona 26 available online and in-stores now..jpg363.69 KBბრენდის უახლესი კამპანია, Barcelona 26, განსაკუთრებულ ყურადღებას იუმორითა და ირონიით იმსახურებს. ესპანური კულტურა, გაუდის არქიტექტურა, ფლირტი და ორმაგი მნიშვნელობის ფრაზები კამპანიის შემოქმედებითი კონცეფციის ნაწილია. მოკლე ვიდეოები მინიატიურული ფილმების ფორმას იძენს, რომლებშიც რომანტიკული და კომიკური სიტუაციები ერთმანეთს ენაცვლება.The rise of Milano da bere – “Milan to drink” – signified a consumer culture where aperitivo was.jpg392.54 KBგანსაკუთრებით საინტერესოა Venroy-ის დამოკიდებულება სექსუალურობის მიმართ. ბრენდის ვიზუალურ სამყაროში ის ბუნებრივი, თავისუფალი და ხშირად თვითირონიულია. პერსონაჟების ქარიზმა, რეტროესთეტიკა და მოულოდნელი იუმორი ქმნის კონტენტს, რომელიც კლასიკური მოდის კამპანიის ნაცვლად დამოუკიდებელ შემოქმედებით პროექტად აღიქმება.Didn’t even make it to the entree…Barcelona 26 available online and in-store. (1).jpg223.8 KBეპოქაში, როდესაც მოდის ბრენდების კომუნიკაცია ხშირად სერიოზულია, Venroy საკუთარ აუდიტორიასთან განსხვავებულ დიალოგს იწყებს - ნაკლები პათოსით, მეტი ინდივიდუალობითა და იუმორით. სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს მის Instagram-ს თანამედროვე მოდის ვიზუალური კომუნიკაციის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითად, სადაც მოდა, ხელოვნება და გართობა თანაბრად მნიშვნელოვანი კომპონენტებია.Oh, for fck’s sakeBarcelona 26 available online and in-store. (2).jpg305.61 KBVenroy-ის კამპანიები გვახსენებს, რომ კარგი გემოვნება და იუმორის გრძნობა ერთმანეთს შესანიშნავად ავსებს, შთამბეჭდავი მოდის კამპანიის შექმნას კი ზოგჯერ საკუთარი თავის მიმართ ნაკლები სერიოზულობა სჭირდება.
დაწერე კომენტარი