JW Anderson ახალ ფეხსაცმელს - The Anchor Sneaker-ს კამპანიით, სახელწოდებით „RUN RABBIT“ წარმოგვიდგენს. ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერების ექსპრესიული კომბინაცია და არასტანდარტული დეტალები ამჯერად კლასიკური სპორტული ფეხსაცმლის თანამედროვე ინტერპრეტაციაში ერთიანდება.79ff8f35-71bf-4555-944a-74021e450f60.jpeg372.3 KBრეტრო სპორტული ესთეტიკით შთაგონებული მოდელის დიზაინში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს JW Anderson-ის საკულტო სიმბოლოს - ღუზას, რომელიც ფეხსაცმლის გვერდით ნაწილზეა გამოსახული, თასმებს კი კურდღლის ფორმის დეკორატიული აქსესუარი ამშვენებს.82a3a1f7-5dda-4bb5-8c8a-9590bb9b13b4.jpeg365.1 KBკამპანიის ვიზუალური კონცეფცია თავისუფალ პოზებს, მინიმალისტურ სტილიზაციასა და კონტრასტულ ფერებს ეფუძნება. ფოტოგრაფიის უშუალო ხასიათი და მსუბუქი ირონია ჯონათან ანდერსონის შემოქმედებით ხელწერას ეხმიანება - დიზაინერის, რომლისთვისაც ყოველდღიური ნივთები ხშირად ექსპერიმენტისა და თამაშის საშუალებად იქცევა.
დაწერე კომენტარი