საქართველოში ცხოვრების სტილი ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის - VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის - ფარგლებში ხორციელდება ქვეყნისთვის სრულიად უნიკალური კონცეფცია: საერთაშორისო სტანდარტების მქონე Beach Club, რომელიც პირველად აერთიანებს ბუნებას, მუსიკასა და პრემიუმ კლასის დასვენების გამოცდილებას ერთიან სივრცეში.

830eec6d-8cf3-435a-80b1-2b58351c93a2.jpeg 188.2 KB
ამ ამბის მთავარი გმირი კი მსოფლიოში ცნობილი ბრენდი - Café del Mar-ია. ეს სახელი უკვე ათწლეულებია ასოცირდება Ibiza-სთან, მზის ჩასვლის განსაკუთრებულ რიტუალებთან, ლაუნჯ მუსიკის კულტურასთან და იმ ემოციასთან, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ — მხოლოდ უნდა განიცადო. Café del Mar-ის ისტორია 1980-იან წლებში იწყება და ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ლოკაციაზე და თითოეულ მათგანზე ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ სტილსა და ატმოსფეროს. 1980-იანებში დაწყებული ისტორია დღეს უკვე გლობალურ მოძრაობად იქცა.
8fbd1879-d004-4128-a382-5351ffae5e78.jpeg 430.79 KB
დღეს Café del Mar ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ესპანეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მალტა, ტაილანდი და ფილიპინები. ყველა ამ ლოკაციაზე Café del Mar ქმნის დახვეწილ და მშვიდ გარემოს, სადაც მუსიკა, დიზაინი და ბუნებრივი გარემო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
153860e7-b546-4d34-840f-3d9719786881.jpeg 279.29 KB
Café del Mar-ის საქართველოში შემოსვლა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. უპირველეს ყოვლისა, მოცემული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც ბრენდი წარმოდგენილია ქვეყანაში რაც ნიშნავს, რომ საქართველო უკვე იმ რუკაზე ჩნდება, სადაც მსოფლიო მუსიკალური კულტურის ყველაზე გამორჩეული წერტილებია მონიშნული.
7816838c-ec2d-4188-88b8-605ea0cc82ff.jpeg 384.39 KB
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება თავად კონცეფციას - მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის Beach Club საქართველოში აქამდე არ არსებობდა. VR Shekvetili Forest~Beach წარმოადგენს პროექტს, სადაც ზღვისა და ტყის ბუნებრივი ლანდშაფტი ჰარმონიულად ერთიანდება და ამ გარემოში ინტეგრირდებასაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გასართობი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სივრცე განიხილება როგორც თანამედროვე დასვენებისა და სოციალური ურთიერთობის ახალი ცენტრი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას სხვადასხვა ტიპის შეხვედრების, კულტურული ღონისძიებებისა და გამორჩეული გამოცდილებებისათვის.
b719e661-7152-4a80-9006-aaa5da950808.jpeg 595.7 KB
Café del Mar Shekvetili VR Signature Beach Club - არ წარმოადგენს მხოლოდ დასასვენებელ სივრცეს - იგი გამოხატავს ცხოვრების განსაზღვრულ სტილს. აქ წარმოდგენილია საერთაშორისო დიჯეების მუსიკალური სეტები, დახვეწილი და უნიკალური დიზაინის გარემო და განსხვავებული კონცეფციის რესტორნები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მზის ჩასვლის მომენტს, რომელიც Café del Mar-ის კულტურის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს და ტერიტორიასუნიკალურ ხასიათს სძენს. აღნიშნულ პროექტს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ხელი შეუწყოს საქართველო-ს ტურისტული იმიჯის განვითარებასა და გაძლიერებას. მსგავსი მასშტაბისა და საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდის შემოსვლა მიუთითებს ქვეყნის უფრო აქტიურ ინტეგრაციაზე გლობალურ ლაიფსტაილისა და ჰოსფითალითის ინდუსტრიაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და ადგილობრივ ბაზარზე თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას.
d78968d5-5b4f-4346-848b-15092b8a890b.jpeg 595.29 KB
საბოლოოდ, VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph და Café del Mar ერთობლივად ქმნიან მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც ბუნებრივი გარემო, მუსიკა და საერთაშორისო გამოცდილება ჰარმონიულად ერთიანდება. აღნიშნული ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ დასვენებას, არამედ სრულფასოვან ემოციურ გამოცდილებასა და გამორჩეულ ატმოსფეროს, რომელიც ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მოემზადეთ - შავი ზღვის სანაპიროზე იწყება ახალი ისტორია.